პატიმარ დავით ფეიქრიშვილის დედა, ნინო აბრამიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე შესვლამდე მედიასთან განცხადებით გამოვიდა და შვილის ცემის საქმეზე ბრალდების დამძიმება მოითხოვა.
მისი თქმით, ძალადობის მუხლით დაწყებული გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით უნდა გადაკვალიფიცირდეს, პასუხისგებაში კი ციხის უფროსი, რამაზ ფირცხალავა და პენიტენციური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი პატარიძე უნდა მიეცნენ.
ნინო აბრამიშვილის განცხადებით, მომხდარი სახელმწიფო დანაშაულია და დამნაშავეები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ.
„ვითხოვთ კვალიფიკაციის შეცვლას ჯგუფური ძალადობის მუხლით. ეს მოძალადეები ყველა უნდა იყვნენ დაჭერილები. პურზე არ გამიგზავნია ჩემი შვილი, ის თქვენთან იყო, თქვენ დაწესებულებაში მოხვდა და პასუხი უნდა აგოთ“, — აღნიშნა მან.
ცნობისთვის, გენერალურ პროკურატურაში საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე ნინო აბრამიშვილთან ერთად მისი ყოფილი რძალი, ანო ანანიაშვილიც დაიბარეს.















