ამერიკის შეერთებული შტატები არ ყოფილა ჩართული უკრაინის მიერ კურსკში სამხედრო ოპერაციის დაგეგმვისა და მომზადების რაიმე ასპექტში. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა განაცხადა.
„უკრაინა თავს იცავს აგრესიისგან. ეს თავიდანვე იყო კრემლის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვყოფილვართ ჩართული ამ ოპერაციის დაგეგმვასთან და მომზადებასთან დაკავშირებულ რაიმე ასპექტში. ვუთმობ უკრაინელ სამხედროებს, ისაუბრონ საკუთარ ოპერაციებზე, მაგრამ ჩვენი როლი და ის, რაზეც ორიენტირებული ვართ, არის უკრაინის მხარდაჭერა, რათა ჰქონდეთ უნარი, დაიცვან საკუთარი თავი“, – განაცხადა პატელმა.