პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბიზნესმენის დაცვის ყოფილი თანამშრომლები დაიკითხნენ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 23, 2019 20:23

პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბიზნესმენის დაცვის ყოფილი თანამშრომლები დაიკითხნენ

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბიზნესმენის დაცვის ყოფილი თანამშრომლები დაიკითხნენ.

პატარკაციშვილის დაცვის ყოფილმა თანამშრომელმა, ნიკოლოზ კალაძემ პროცესზე ისაუბრა, თუ რა სავარაუდო საფრთხეები არსებობდა ბიზნესმენის მიმართ. ასევე, ნიკოლოზ კალაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ის აბსურდული ბრალდებით დააკავეს, სასჯელაღსრულების უწყებაში მუდმივად მიდიოდნენ პიროვნებები და პატარკაციშვილის კუთვნილი რიტუალების სასახლის შესახებ კითხვებს უსვამდნენ.

„2007 წლის სამ თებერვალს მე და ჩემი თანამშრომელი სამსახურის მანქანით გადავაადგილდებოდით რიტუალების სახლის მიმართულებით. ვარკეთილის ხიდებთან პოლიციის თანამშრომლებმა გაგვაჩერეს და ისნის განყოფილებაში გადაგვიყვანეს. წინააღმდეგობის გაწევის მიზეზით.

მისვამდნენ კითხვებს, რომელიც ჩემს სამსახურს ეხებოდა. რაღაც პერიოდში სამჯერ იყვნენ საპატიმროში შემოსულები. რეჟიმი იყო ისეთი, გამიზნულად იყო ჩვენს ობიექტზე შესწავლა და დაზუსტება დეტალების.

იყო ლაპარაკი, რომ არანაირი პრობლემა არ შეგვექმნებოდა, თუ მათთან ვითანამშრომლებდით. მათ შემოთავაზებას უარით ვუპასუხე. ისინი ძალიან გაბრაზდნენ და ცემა დამიწყეს“, – განაცხადა ნიკოლოზ კალაძემ.

ასევე, დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი, ყოფილი რიტუალების სასახლის დაცვის სამსახურის წარმომადგენელი, რომლის მოვალეობაც გარე პერიმეტრის მეთვალყურეობა იყო.

„მე ვმუშაობდი დაცვის პოლიციაში, ჩვენი მოვალეობა იყო რიტუალების სასახლეში გარე პერიმეტრის დაცვა. ჩემთან არავინ მოსულა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტიდან და არ უსაუბრია. ერთი შეხვედრა მახსენდება უშუალო ხელმძღვანელთან, ბესიკ ნადირაძესთან. მან მითხრა, რომ დაბარებული იყო კუდ-ში და კითხვები ქონდათ, თუმცა რა ინფორმაცია აინტერესებდათ არ ვიცი.

მაშინ, როგორც ვიცი, დაძაბული დამოკიდებულება ჰქონდა ბადრი პატარკაციშვილსა და სახელმწიფოს.
ერთხელ მოგვაკითხეს, წაგვიყვანეს მოდულის შენობაში, იარაღი ჩაგვაბარებინეს და გაგვათავისუფლეს სამსახურიდან. რას უკავშირდებოდა ქმედება არ ვიცი.

საუბარი იყო, რომ ჩვენ ვიყავით არა პოლიციის თანამშრომლები, არამედ ბადრი პატარკაციშვილის რაზმის წარმომადგენლები. თქვენ გინახავთ ერთ დღეს წერდეს 28 პირი განცხადებას და კონკრეტულად ბადრის დაცვის თანამშრომლები“, – განაცხადა გიორგი ქერდიყოშვილმა.

ბადრი პატარკაციშვილის დაცვის სამსახურის წარმომადგენლების ჩვენებებზე დაყრდნობით, ბრალდების მხარე ამბობს, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები ცდილობდნენ პატარკაციშვილის საცხოვრებელ ობიექტებსა და მის გადაადგილებაზე ყველანაირი ინფორმაცია მოეპოვებინათ, რაც მათ გეგმის განხორციელებაში – ბიზნესმენის ლიკვიდაციის მომზადებაში დაეხმარებოდათ.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ბრალდებული ყოფილი თანამშრომლების ადვოკატები კი აცხადებენ, რომ ბიზნესმენის დაცვის წევრები ადასტურებენ, რომ პატარკაციშვილის დაცვის წევრებს შორის იყვნენ რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები. ასევე, ისინი არ ენდობიან მოწმეების ჩვენებებს, რადგან მათი განცხადებით, ეს ჩვენებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია.

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაზე კუდ-ის სამ ყოფილ თანამშრომელს გიორგი მერებაშვილს რევაზ შიუკაშვილს და ლევან ქარდავას აქვთ წარდგენილი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 23, 2019 20:23

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,929
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics