საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინელ პოლიტოლოგ ევგენი დიკის პასუხობს.
“რამდენიმე დღის წინ ევგენი დიკიმ, რომელსაც ყოველთვის ინტერესით ვუსმენ, ერთ-ერთ ტელეარხზე თქვა, რომ საქართველომ 2008 წლის ომში რუსეთთან წააგო.
პატივცემულო ევგენი, ვფიქრობ, თქვენ კარგად ერკვევით უკრაინულ სიტუაციაში, მაგრამ აშკარად არასაკმარისად ხართ ინფორმირებული ქართულზე.
2008 წელს რუსეთმა თავის კონტროლირებად ტერიტორიებს დაამატა ერთი რაიონული ცენტრი და რამდენიმე სოფელი — სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დიდი ნაწილი. სამაგიეროდ, ჯერ კიდევ მანამდე ჩვენ დავიბრუნეთ კონტროლი ბათუმსა და აჭარაზე, რომელსაც ისინი 1993 წლიდან აკონტროლებდნენ.
2008 წელს რუსეთმა ვერ მიაღწია ვერცერთ თავის სტრატეგიულ მიზანს, რომლებიც თავადვე გამოაცხადა. მან ვერ შეძლო თბილისის აღება, ქალაქიდან 14 კილომეტრში გაჩერდა, ვერ შეძლო ქართული ხელისუფლების დამხობა და ქართული რეფორმების წარმატების ნიველირება — ყოველივე ამას მან მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ მიაღწია, ობამას დახმარებით.
2008 წლის ომი იყო ჰიბრიდული და სწორედ ჰიბრიდული მეთოდებით შევაჩერეთ ჩვენ რუსები. მათ შორის, ჩემი საერთაშორისო კავშირებისა და რეპუტაციის წყალობით. მთელი ევროპა დადგა ჩვენთან ერთად, ისევე როგორც უკრაინა, ხოლო ამერიკამ მე-6 ფლოტი გამოგზავნა. ძლიერი ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ არ დავთანხმდით რუსულ პირობებს და არ მოვაწერეთ ხელი რუსეთის მიერ შემოთავაზებულ პუნქტებს.
ასე რომ, პატარა საქართველომ მაშინ სასწაული მოახდინა. იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო იქნება“,_ წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
















