პატარა კაცობაც აღარ ჰქვია, რაც იკადრა – თეონა აქუბარდიამ ირაკლი ბერაიას უპასუხა

მმართველი გუნდის დეპუტატ ირაკლი ბერაიას მხრიდან შეურაცხყოფას ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია, სოციალურ ქსელში ეხმაურება. დეპუტატი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და “ქართულ ოცნებას” მიმართავს და ამბობს, რომ მათი არ ეშინია და ვერ გააჩუმებენ.

“ის რაც ოცნების კაცუნამ ირაკლი ბერაიამ იკადრა ჩემს წინააღმდეგ, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია. სუს-ის მეთოდები არ გამაჩუმებს, მაშინ როცა მათი მთავრობის წევრი პუტინთან ერთად სადილობს და დარბაზში მის გამოსვლას ესწრება, მაშინ როცა პარლამენტის თავმჯდომარე დასავლეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციის ფლაგმანი ხდება და მაშინ, როცა რუსული ოკუპაცია ოცნებას წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა ჰგონია და პასუხისმგებლობას ამით იცილებს თავიდან. ამას ალბათ გაგრძელებაც მოყვება, მაგრამ სუსს და ოცნებას ვეტყვი, რომ მათი არ მეშინია და ვერ გამაჩუმებენ!” – წერს აქუბარდია.

ცნობისთვის, ბერაიამდე შეურაცხყოფა ანი წითლიძეს ალუდა ღუდუშაურმა მიაყენა, თუმცა არცერთ ფაქტზე პარლამენტის თავმჯდომარეს რეაგირება არ ჰქონია. შალვა პაპუაშვილმა ბერაიას გამოსვლის შემდეგ შესვენება გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშიბერაია აქუბარდიაზე: გრძელი, ყველგან ნამყოფი ენით ჩემი კომიტეტის ხსენებისგან თავი შეიკავოს
შემდეგი სტატიახვიჩია: მე რომ ქოცების ლიდერშიფში ვიყო, ირაკლი ბერაიას ენას ამოვაძრობდი