პატარა კაცი უზარმაზარი კომპლექსებით… საკითხავია, 2 წელიწადში, სად იქნება მედვედევი – პოდოლიაკი

“საკითხავია, 2 წელიწადში, სად იქნება დიმიტრი მედვედევი” – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, დიმიტრი მედვედევის შეკითხვას, რომელმაც იკითხა: “ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა იარსებებს მსოფლიო რუკაზე?”

პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსულ იპერიალიზმს სახე რომ ჰქონდეს, ის აუცილებლად მედვედევი იქნებოდა. მისივე თქმით, მედვედევი თავის დასამკვიდრებლად ან უკრაინის მიმართ შხამს აფრქვევს, ან მთელ მსოფლიოს ემუქრება.

„რუსულ იმპერიალიზმს რომ ჰქონდეს სახე, ის აუცილებლად მედვედევი იქნებოდა. პატარა კაცი, უზარმაზარი კომპლექსებით, რომელიც თავის დამკვიდრების ერთადერთ გზას მიმართავს და ან უკრაინის მიმართ შხამს აფრქვევს, ან მთელ მსოფლიოს ემუქრება. უკრაინა იყო, არის და იქნება. საკითხავია, 2 წელიწადში, სად იქნება დიმიტრი მედვედევი“, – წერს მიხაილო პოდოლიაკი.

banner
წინა სტატიაშიკელი დეგნანი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდა
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი თსუ-ს სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შეხვდა