პატარა, ჩაბოღმილი, ოლიგარქიული პრო-რუსი ელემენტი – მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილზე

ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილს ასლან აბაშიძეს ადარებს და ამბობს, რომ მას ხელისუფლებიდან წასვლა ისევე არ სურს, როგორც ეს არ სურდა ასლან აბაშიძეს და ედუარდ შევარდნაძეს, მაგრამ “საპარლამენტო არჩევნებზე მას მოუწევს ნაციონალური მოძრაობისთვის ხელისუფლების გადაბარება“.

ამის შესახებ სააკაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ ოქტომბერში მოსახლეობის არჩევანს ისევე დაიცავენ, როგორც ეს 2004 წელს აჭარაში მოხდა.

„ბიძინა ივანიშვილი ერთიერთზე ჰგავს ასლან აბაშიძეს. პატარა, ჩაბოღმილი, ოლიგარქიული პრო-რუსი ელემენტი, კლასიკური ფეოდალი, რომელიც თავის ხალხს უყურებდა, როგორც ქვეშევრდომებს და მარტო პროპაგანდისტებისა და მოსყიდული ერთი ნაწილის – წითელი, ძველი პროფესორების იმედზე იყო. ვერაფერი გამოუვიდა ასლან აბაშიძეს და ვერაფერი გამოუვა ბიძინა ივანიშვილს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხალხის შეშინება შეუძლებელია, ძალადობის მეთოდები არ მუშაობს – მიხეილ საკაშვილი კორცხელის ინციდენტზე
შემდეგი სტატიაჩვენ გვაქვს ბევრი დისკუსია და კამათი, მაგრამ ეს არის მხოლოდ ხედვის საკითხებზე – სააკაშვილი ნაციონალურ მოძრაობაზე