პასპორტი, რომელიც მომპარეს, ახლა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო ალექსეევიჩის კაბინეტშია

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი პასპორტი უკრაინის პრეზიდენტს კაბინეტში აქვს. ამის შესახებ სააკაშვილმა ლვოვში, სასტუმრო „ლეოპოლისთან“ განაცხადა.

„ეს ინფორმაცია სანდო წყაროსგან მივიღე. პასპორტი, რომელიც მომპარეს, ახლა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო ალექსეევიჩის კაბინეტშია. მას პასპორტი ჩემი დაბრუნებიდან მეორე დილითვე სამსახურში დაახვედრეს“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის ადვოკატი: საზღვრის გადალახვა კანონიერად მოხდა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი : მატყუარა ბარიგებმა წამოიწყეს პროპაგანდა