“ფასილიტატორების ჩართულობოთ მოლაპარაკებები დაიწყო იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა წინ წავიდეს” – მამუკა ხაზარაძე

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე დეკემბერი 4, 2020 12:38

“ფასილიტატორების ჩართულობოთ მოლაპარაკებები დაიწყო იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა წინ წავიდეს” – მამუკა ხაზარაძე

“ლელოს” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ხვალინდელ დახურულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც ელჩებთან გაიმართება.
მისი თქმით, მე-3-ე რაუნდისთვის ოპოზიციურ პარტიებს შორის არ შეცვლილა ხედვა და ისინი ქვეყნის, სახელმწიფოებრივობისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

როგორც ხაზარაძე აცხადებს, დღეს ოპოზიციირ პარტიებს შორის გაიმართა შეხვედრა, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პრინციპულად არაფერი შეცვლილა და მათი ხედვა ისევ უცვლელია.

“ხვალ არის ელჩებთან შეხვედრა და იქ გაჟღერებული თემები აუცილებლად უნდა მივიდედ მოსახლეობამდე.
რადგან ეს მოლაპარაკება არ ემსახურება რომელიმე პარტიის ინტერესს, ეს მოლაპარაკებები დაიწყო იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა წინ წავიდეს. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი ახალ ეტაპზე გადავიდეს, რაც ჩვენი წინსვლის ფუნდამენტია. შესაბამისად ვთვლი, რომ დადგა დრო ეს ყველაფერი ვუთხრათ ჩვენს ამომრჩეველს და ისინი იყვნენ ინფორმირებულები,”-აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

დღეს უკვე ხელისუფლებაც აღიარებს, რომ ოპოზიციურ სპექტრში არიან განსხვავებული იდეოლოგიის და ხედვის პარტიები და ყველა ერთი “კლასტერი” არ არის, თუმცა ფუნდამენტურ საკითხებზე ჩვენ ერთიანი სახელმწიფოებრივი ხედვები გვაქვს. “ლელოსაც” ამ პროცესში აქვს დამოუკიდებელი პოზიცია სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც არ ეხება ვადამდელ არჩევნებს ან ძირითად წითელ ხაზებს”.

მამუკა ხაზარაძის თქმით, არჩევნების გაყალბებამ და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის ბრძოლამ, ოპოზიციური პარტიები, ერთ პლათფორმაზე დააყენა.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე დეკემბერი 4, 2020 12:38

Google სტატისტიკა


5,105
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics