“ფაშისტები არ აკეთებდნენ ასეთ რამეს” – გია ჯაფარიძე ძმის გათავისუფლების გარემოებებზე

ენმ-ს წევრი, გია ჯაფარიძე ამბობს, მისი ძმა, ზურა ჯაფარიძე დათქმულ დროზე ადრე იმიტომ გამოუშვეს, რომ რუსთავის ციხესთან ხალხის შეკრების შეეშინდათ.

გია ჯაფარიძის თქმით, არაადამიანობაა, როცა პატიმარს მოკლემკლავიანი მაისურით ისე უშვებენ თავისუფლებაზე, რომ ამის შესახებ არავის აფრთხილებენ.

ჩემი აზრით შეეშინდათ, რომ მივიდოდა ბევრი ხალხი და ამის თავიდან აცილება სცადეს და ნუ გამოუვიდათ. ანუ სხვა პატიმების გამოშვება რომ იქნება, ღამის 12 საათიდან იქ უნდა ვიდგეთ, როდის გამოუშვებენ, თან ამ ფორმით. ესენი ჩვეულებრივი სადისტები არიან. ფაშისტები არ აკეთებდნენ ასეთ რამეს- იცოდნენ, რომ ტანსაცმელი არ ჰქონდა თბილი და იმის გამო, რომ ბევრი ხალხი მივიდოდა, ეს ცუდი სურათი იქნებოდა მათთვის, ამიტომ ეს გააკეთეს. არაადამიანები არიან. ვჭირდება გადააზრება იმის, თუ რას მივაღწიეთ და რა შეცდომები დავუშვით. ზურასაც დასჭირდება დრო, ეს საზოგადოებამც უნდა გააცნობიეროს. ზურა რეალურად მოწყევტილია აქაურობას. 7 თვე მხოლოდ ტელევიზორიდან იგებდე ამბებს, არ არის საკმარისი”, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ზურა ჯაფარიძე თავისუფალია – პოლიტიკოსს რუსთავის ციხე 10:30 საათისთვის უნდა დაეტოვებინა, თუმცა გაუფრთხილებლად, 08:00 საათზე გამოუშვეს.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მას წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადებას ედავებოდნენ. ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ ამაზე ვაფრთხილებდით საქართველოს ხელისუფლებას” – ბესიკ დონაძე ლონდონის მიერ 4 რუსული ენერგოგიგტანტის დასანქცირებაზე
შემდეგი სტატიახანძარი თბილისში – ცეცხლი მეტროსადგურ “ისანთან” მდებარე “არქის” საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ სართულზეა