ფაშინიანის პარტიმ 53.92%-ით გაიმარჯვა

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რიგგარეშე არჩევნების შედეგების დათვლა დაასრულა.

მონაცემების თანახმად, პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 53.92% მიიღო, მეორე ადგილზე კი რობერტ კოჩარიანის პარტია გავიდა 21.04%-ით.

მესამე ადგილზე 53.92%-ით პარტია “მე მაქვს პატივია”, ხოლო პარტიამ “აყვავებული სომხეთი” 3.96% მიიღო.

არჩევნებში გამარჯვებას უკვე გამოეხმაურა თავად ფაშინიანი, რომელმაც დაწერა, რომ მის პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლება.

banner
წინა სტატიაშიავარია დიდ დიღომში – 2 ავტომობილის შეჯახების შემდეგ ერთ-ერთი ავტობუსს დაეჯახა
შემდეგი სტატიაგახარიას ნეპოტიზმი