ფაშინიანის მუქარის შემდეგ პოლიცია შირაქის ეპისკოპოსის რეზიდენციაში შეიჭრა

გიუმრიში პოლიციამ სომხური ეკლესიის შირაკის ეპარქიის შენობა ალყაში მოაქცია, მოგვიანებით კი ტერიტორიაზე შევიდა.

სომხური მედიის ინფორმაციით, დაახლოებით 30 ნიღბიანი პირი შირაკის ეპარქიის წინამძღვრის რეზიდენციაში შეიჭრა.

მანამდე სომხურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სომხეთის სამოციქულო ეკლესიის შირაკის ეპარქიის წინამძღვრის, მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანის წინააღმდეგ.

სომხეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ხელისუფლების უზურპაციას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, სუვერენიტეტზე უარის თქმას ან კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობის საჯარო მოწოდებებს ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიხატია დეკანოიძე – როგორ უნდა დაიცვას რუსების ციხემ გივი თარგამაძე ციხეში რუსებისგან?
შემდეგი სტატიათელავში პოლიციელის მიერ დაჭრილი 65 წლის კაცი გარდაიცვალა