ლაგაზიძე: პაშინიანის მიერ დაანონსებული რუსეთ-სომხეთის რკინიგზის აღდგენის თემა, თავის თავში მოიცავს აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენას

“პაშინიანის მიერ დაანონსებული რუსეთ-სომხეთის რკინიგზის აღდგენის თემა, თავის თავში მოიცავს აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენას”.- ამის შეშახებ პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე წერს.

“პაშინიანის მიერ დაანონსებული რუსეთ-სომხეთის რკინიგზის აღდგენის თემა, თავის თავში მოიცავს აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენას. და ამით რუსეთი სრულ წრეს შეკრავს: სამხრეთ კავკასიაზე კონტროლს სრულად აღიდგენს. ერთადერთ იმედად ირანის პოზიცია რჩება, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრმაც განაცხადა, რომ არ მიესალმება ამ იდეას, რომელიც სრულად შეცვლის რეგიონის გეოპოლიტიკას.

ეს ჩვენს ხელში დიდი კოზირია, რადგან თუ ირანი უარს ამბობს ამ რკინიგზაზე, გამოდის რომ მხოლოდ სომხეთისთვის უნდა გავხსნათ რკინიგზა და დავთანხმდეთ სრულ დაკაბალებას, ამას კი ვერაფრით ახსნის საქართველოს ხელისუფლება. ამ საფრთხის შესახებ ნათლად უნდა ავუხსნათ ამერიკის ადმინისტრაციას. ახლა აღშფოთება-შეშფოთების და პარტნიორობის მხოლოდ სიტყვიერი დეკლარირების დრო აღარაა. ჩვენ არავის წყალობას არ ვთხოვთ: ამერიკასაც ისე სჭირდება საქართველო ამ რეგიონში გავლენის შესანარჩუნებლად, როგორც საქართველოს – ამერიკისმიერი უსაფრთხოების გარანტიები.”- ამბობს ლაგაზიძე.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის მერმა მოსკოვის გამზირზე ახლადრეაბილიტირებული შუა ზოლი დაათვალიერა
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო “რელიგიის ან რწმენის თავისუფლების ხელშეწყობის” რიგით მესამე მინისტერიალში