პაშინიანის ბრძანებით ერევნელებმა სასამართლოს შენობების შესასვლელები დაბლოკეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლა პაშინიანის მომხრეებმა 20 მაისს ერევანში სასამართლოს შესასვლელები დაბლოკეს. ამისკენ თავად პაშინიანმა მოუწოდა მათ. ადგილობრივი დროით 12 საათზე მან “რევოლუციის მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყების” პირობა დადო, რომელიც სასამართლოს სისტემის რეფორმირებისკენ არის მიმართული.
თავის მხრივ, სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარკსიანმა მოქალაქეებს მოუწოდა დაიცვან კონსტიტუცია და სიმშვიდე შეინარჩუნონ. სარკსიანის თქმით, “დემოკრატიული პროცესები აუცილებლად იქნება და ეს არავისთვის არ უნდა იყოს საეჭვო”.

ნიკოლ პაშინიანმა რევოლუციის მეორე ეტაპი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო, რომლის თანახმადაც, ქვეყნის ექს-პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი სასამართლომ თავდებით გაანთავისუფლა ციხიდან. ქოჩარიანს 2008 წლის სახალხო გაფიცვებისას საკუთარი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ძალის გადამეტებით გამოყენებაში ედება ბრალი. საპროტესტო აქციების პერიოდში ათი ადამიანი დაიღუპა, 200-მდე კი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიგარიგებული მატჩები – ლანჩხუთის „გურიას“ ფეხბურთელებიც დააკავეს
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: ბიძინას გამარჯვება-დამარცხების გასაღები მიშას უჭირავს ხელში