ფაშინიანი – უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში არცერთი სომეხი აღარ დარჩება​

უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში არცერთი სომეხი აღარ დარჩება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, სომხების გამოსვლა მთიანი ყარაბაღიდან გრძელდება აზერბაიჯანის ეთნიკური წმენდის პოლიტიკის შედეგად.

„ანალიზი აჩვენებს, რომ უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში სომეხი აღარ დარჩება. ეს არის ეთნიკური წმენდისა და სამშობლოს ჩამორთმევის პირდაპირი აქტი, რაზეც დიდი ხანია, ვესაუბრებით საერთაშორისო საზოგადოებას. მნიშვნელოვანია სხვადასხვა საერთაშორისო მოთამაშეების განცხადებები, რომლებიც გმობენ მთიან ყარაბაღში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას, მაგრამ თუ მათ არ მოჰყვება კონკრეტული ქმედებები, მაშინ ისინი განიხილება მხოლოდ მორალური სტატისტიკის შექმნის ნაწილად ისტორიისთვის“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

არსებული მონაცემებით, ყარაბაღი უკვე 65 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

banner
წინა სტატიაშიგვაქვს ინფორმაცია, რომ ნათია თურნავამ ბანკებისადმი ბრძანება ანგარიშის გაყინვის თაობაზე საღამოს გამოსცა და ფარცხალაძეს ჰქონდა შესაძლებლობა გადაექაჩა თავისი ფული რუსეთში – გოცირიძე
შემდეგი სტატიალელა ჯეჯელავა – აფხაზეთის დაბრუნების ერთადერთი გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე