15.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
banner

ფაშინიანი: თუ ОДКБ-იდან ჩვენი გარიცხვა სურთ, გაგვრიცხონ- 102-ე სამხედრო ბაზა არ გვჭირდება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და რუსულ სამხედრო ყოფნასთან დაკავშირებით  განცხადება გააკეთა.

“კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გარიცხვით დაშინება საჭირო არ არის, თუ გარიცხვა სურთ, გაგვრიცხონ”,_ განაცხადა ფაშინიანმა.

„ჩვენ სომხეთში მოქმედი რუსული სამხედრო ბაზის საკითხი განსახილველად არასდროს გამოგვიტანია. ახლა ეს საკითხი რუსეთმა წამოჭრა და ჩვენს პოზიციასაც ამ განხილვის ირგვლივ ვაყალიბებთ. ვამბობ, რომ 102-ე სამხედრო ბაზამ და 2022 წლის სექტემბრის მოვლენებმა აჩვენა, რომ ის სომხეთის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის. თუ ისინი გასვლას გადაწყვეტენ, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვიქნებით. პირდაპირ ვამბობ: 102-ე სამხედრო ბაზის არსებობას სომხეთის უსაფრთხოებისთვის არაფერი მოაქვს. ეს ჩვენ 2022 წლის სექტემბრის მოვლენების დროს ვიხილეთ. ჩვენ სამხედრო ბაზა არ გვჭირდება. რუსეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და თუ გასვლა სურთ, დაე, ხვალვე გავიდნენ. თუ დარჩენა სურთ, მაშინ მზად ვართ ჩვენთვის არასაჭირო ბაზის სომხეთში არსებობის პირობები განვიხილოთ“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ნაკრების განაცხადი ერთა ლიგის მატჩებისთვის ცნობილია
შემდეგი სტატია“თუ განიცდიან, თავიდან ჩავატაროთ კენჭისყრა”- შალვა კერესელიძე “ოცნების” 16 დეპუტატის გადაწყვეტილებაზე