21.1 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

ფაშინიანი: სომხეთში მოქმედი ზოგიერთი ძალა ცდილობს დაძაბულობის შექმნას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში დაძაბულობას ვერ ხედავს და ამაზე საუბარს ხელოვნურად მიიჩნევს.

„ვერ ვხედავ ვერანაირ დაძაბულობას; ეს ხელოვნური დაძაბულობაა. ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ინსტიტუციურია და ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, სომხეთში მოქმედი ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს დაძაბულობის შექმნას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში, მაგრამ ეს მცდელობები არაეფექტურია.

„სომხეთში მოქმედი ზოგიერთი ძალა ცდილობს დაძაბულობის შექმნას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში. ეს დაძაბულობა არ იქმნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან“, – განაცხადა ფაშინიანმა.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში დააკავეს ქართველი კაცი, რომელმაც სახლიდან 30 000 ევროზე მეტი ღირებულების ძვირფასი ნივთები მოიპარა
შემდეგი სტატიაენმ 20 ივნისის აქციას უერთდება