9.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 21, 2026
banner

ფაშინიანი: სომხეთის ევროინტეგრაციისთვის უდიდესი პრობლემა EU-საქართველოს გაყინული დიალოგია

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სომხეთის ევროინტეგრაციისთვის უდიდესი პრობლემა EU-საქართველოს გაყინული დიალოგია.

“2025 წლის მარტში სომხეთმა მიიღო კანონი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და კანონი ძალაში შევიდა 2025 წლის აპრილში. ეს არის პოლიტიკური ხორცშესხმა იმ განცხადებისა, რომელიც მე ამ დარბაზში 2023 წლის ოქტომბერში გავაკეთე. მე ვთქვი, რომ სომხეთის რესპუბლიკა მზად იყო დაახლოებოდა ევროკავშირს, იმდენად ახლოს, რამდენადაც ევროკავშირი შესაძლებლად ჩათვლიდა. ახლა, ამ კანონის მიღების შემდეგ, სომხეთში მრავალი ადამიანი კითხულობს, როდის გახდება სომხეთი ევროკავშირის წევრი. ჩვენი პასუხი მარტივია – ვერცერთი ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი ევროკავშირის სტანდარტებთან თანხვედრის გარეშე, შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რეფორმათა გზა, ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით, რათა, პირველ რიგში, ობიექტურად შევხვდეთ ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმებს.

როცა ეს მოხდება, იქნება ორი გზა. ევროკავშირი ან მიგვიღებს, როგორც სრულფასოვან წევრს, ან არა. ამას ვამბობ, რადგან მესმის, რომ ევროკავშირის გაფართოება, ახალი წევრების მიღება, მარტივი საკითხი არაა. ეს არის პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა საკითხიც. შესაბამისად, თუ ევროკავშირი სომხეთს სრულ წევრად მიიღებს, ეს შესანიშნავი იქნება. თუმცა, თუ არ მიგვიღებს, მაინც ვნახავთ სარგებელს, რადგან ვიქნებით ქვეყანა, რომელიც სრულად შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს.

თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, უდიდესი პრობლემა სომხეთის ევროინტეგრაციის გზაზე ამჟამად არის ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაყინული პოლიტიკური დიალოგი. საქართველო ჩვენთვის არის გზა ევროკავშირისკენ. ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების დაწყების პროცესის კანონი მივიღეთ მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ამან სომხეთის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა ხელშესახები გახადა და ველით და ვითხოვთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესის განვითარებას. ეს მნიშვნელოვანია სომხეთისთვის. ეს იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც საქართველოსთვის”,_  თქვა სომხეთის პრემიერ-მინისტმრა.

banner
წინა სტატიაშიევროკომისიის პრესსპიკერი ბოჭორიშვილზე: ვალდებულება აიღო, ევროკავშირი დააკვირდება
შემდეგი სტატიაირანის ახლადარჩეული უზენაესი ლიდერი დაიჭრა