“რუსმა კოლეგებმა ვერ შეძლეს, წარმოედგინათ მაგალითი, როგორ დაზიანდა მათი ინტერესები ევროკავშირთან სომხეთის თანამშრომლობის გამო”,_ ამბობს სომხეთის პრემიერ- მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. მისივე თქმით, რუსეთში მისი ვიზიტის დროს რუსეთის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ სომხეთის ევროკავშირთან ურთიერთობა რუსეთის ინტერესებს დააზიანებს, თუმცა კონკრეტული მაგალითი ვერავინ მოიყვანა
ფაშინიანის განცხადებითვე, სომხეთმა თქვა, რომ ის არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმს, მაგრამ არ გადადგამს არანაირ ნაბიჯს, რომ თავად აღმოჩნდეს სანქციების ქვეშ.


















