ფაშინიანი – რუსეთმა სომხეთში არ გააგზავნა უკვე შესყიდული შეიარაღება და ახლა მხარეები პრობლემის გადაჭრას ცდილობენ

სომხეთის პრემიერ მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რუსეთმა არ გააგზავნა სომხეთში უკვე შესყიდული შეიარაღება და ახლა მხარეები პრობლემის გადაჭრას ცდილობენ.

„რაც შეეხება გადახდის სანაცვლოდ შეიარაღებისა და ტექნიკის მიწოდების საკითხს, არსებობს პრობლემები. მიმდინარეობს კონსულტაციები ამ პრობლემის გადაჭრის მექანიზმზე“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის მთავრობის მეთაურს არ დაუკონკრეტებია, რატომ არ მიაწოდა მოსკოვმა ერევანს ნაყიდი შეიარაღება, მაგრამ დასძინა, რომ რუსეთს თავად ესაჭიროება იარაღი.

ფაშინიანის თქმით, ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება რუსეთის მიმართ სომხეთის დავალიანების შემცირება.

„ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ, იმედი გვაქვს, რომ დისკუსია კონკრეტულ შედეგს გამოიღებს“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ამ საკითხზე კრემლში კომენტარი არ გაუკეთებიათ.

banner
წინა სტატიაშიფაშინიანი – ჩვენ სრულად ვიცავთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
შემდეგი სტატიამგონია, პარტიაში აღარანაირი რესურსი აღარ დარჩა, რომ უფსკრულისკენ მიმავალ გზაზე ეს ვარდნა ვინმემ დაამუხრუჭოს – სარჯველაძე “ნაციონალურ მოძრაობაზე”