6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

ფაშინიანი: ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

კითხვაზე, ქართული მხრიდან იყო თუ არა თხოვნა ევროპარლამენტში გამოსვლისას ეთქვა, რომ „ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვაა“, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა, რომ „ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა“.

„თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ საერთო დღის წესრიგი გვაქვს, რომელზეც ვმუშაობთ. მე ევროპარლამენტში ტრიბუნიდან ჩემი წუხილი გამოვთქვი, რადგან, ჩვენ ნამდვილად შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით. ეს გვაწუხებს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

banner
წინა სტატიაშიდავით სონღულაშვილი: ტარიფის ზრდა ძველი მანქანების იმპორტს შეაფერხებს, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას
შემდეგი სტატიათიბისის მხარდაჭერით „ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე“ შესარჩევი ტურის რეგისტრაცია დაიწყო