მთიანი ყარაბაღიდან ჩვენი თანამემამულეების სომხეთში გადაყვანა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ჩვენი თანამემამულეების მთიან ყარაბაღში დარჩენა შეუძლებელია, ანუ არსებული ვითარების გაგრძელების შემთხვევაში, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, თუ ყარაბაღში არსებული ვითარება არ გამოსწორდება, ეთნიკური სომხების სომხეთის ტერიტორიაზე გადაყვანის საკითხი დღის წესრიგში დადგება.
„სომხეთში ხალხის შესაძლო შემოდინების შემთხვევაში, მომზადდა 40 000-ზე მეტი ადგილი. საუბარია საცხოვრებელ ადგილებზე, ასევე ჯანდაცვასა და კვებაზე. ეს არის კოორდინირებული პოზიცია მთიანი ყარაბაღის პარტნიორებთან. ჩვენი პირველი გეგმა – არ გავიყვანოთ სომხები მთიანი ყარაბაღიდან. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენს ქმედებებში, რათა ჩვენს თანამემამულეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, იცხოვრონ საკუთარ სახლებში შიშის გარეშე“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
21 სექტემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის ევაკუაცია უნდა იყოს მესამე გეგმა და არა პირველი ან მეორე, რათა არ აღმოჩნდეს, რომ სომხეთი ეთნიკურ წმენდას საკუთარი ხელით ახორციელებს, რითაც აზერბაიჯანს ართმევს პასუხისმგებლობას.