სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს სატელეფონო საუბარში აცნობა, რომ 23 ნოემბერს მინსკში დაგეგმილ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტში მონაწილეობას ვერ მიიღებს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის მთავრობის პრესსამსახური იუწყება.
პრესსამსახურის ცნობით, საუბარი ბელარუსული მხარის ინიციატივით შედგა.
„მათ განიხილეს 23 ნოემბერს მინსკში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭოს სხდომის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები. პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ბელარუსის პრეზიდენტს აცნობა, რომ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს“, – აცხადებენ სომხეთის მთავრობის პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორები გაგებით მოეკიდებიან ამ გადაწყვეტილებას.