11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

ფაშინიანი: იმედი მაქვს, რომ 2028 წელს მექნება შესაძლებლობა აზერბაიჯანს ვეწვიო, როდესაც იქ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ იმედი აქვს, რომ 2028 წელს ექნება შესაძლებლობა აზერბაიჯანს ეწვიოს, როდესაც იქ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართება.

მისი თქმით, პირველი შემთხვევაა, როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი სომხეთში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობს, თუმცა დისტანციურად.

ფაშინიანმა დასძინა, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტების მასპინძლობაზე ერთმანეთის კანდიდატურებს მხარი დაუჭირეს.

ამასთან, სომხეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ერევანში მიმდინარე სამიტში მონაწილეობს თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი და რომ ეს პირველი თურქეთის ვიცე-პრეზიდენტია, რომელიც სომხეთს ეწვია.

banner
წინა სტატიაშიReuters: ჰორმუზის სრუტეში ამერიკულ სამხედრო გემს ორი რაკეტა მოხვდა
შემდეგი სტატიაილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი და სომხეთი 9 თვეა, რაც მშვიდობიანად ცხოვრობენ