ფაშინიანი – ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთი მიზეზია სომხეთის მომავლის ხედვის განსახილველად

ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთი მიზეზია სომხეთის მომავლის ხედვის განსახილველად, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ევროკავშირსა და სომხეთს შორის მჭიდრო კავშირების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ამ რეზოლუციით ევროპარლამენტმა აღნიშნა სომხეთის მიღწევები დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია სომხეთის საერთაშორისო აღქმისთვის.

„რეზოლუციაში მოყვანილი იყო ჩემი განცხადება, რომელიც გასული წლის 17 ოქტომბერს ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთდა, რომ სომხეთი მზად არის, იყოს ევროკავშირთან მაქსიმალურად ახლოს, რამდენადაც ამას ევროკავშირი ჩათვლის შესაძლებლად. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ სომხეთს თუ სურს, წარადგინოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი, ევროკავშირის ინსტიტუტებმა დახმარება უნდა გაუწიონ. ამავდროულად, უნდა გამოვხატო სომხეთის მთავრობის ნება, გააგრძელოს მუშაობა სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და განვითარებისთვის“, – განცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

banner
წინა სტატიაშიბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ნეოფიტე გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამედიის ცნობით, წითელ ზღვაში იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმებთან დაკავშირებით, აშშ-მა ირანთან ფარული მოლაპარაკებები გამართა