პაშინიანი: “ჩვენ ერთდროულად ორ სკამზე დაჯდომას არ ვცდილობთ”

“ჩვენ ერთდროულად ორ სკამზე დაჯდომას არ ვცდილობთ, ასეთი მიზანი არ გვაქვს. ევროკავშირი ჩვენს დემოკრატიულ რეფორმებს მხარს უჭერს და ევროკავშირსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს შორის არჩევანის წინაშე არ გვაყენებს” – “დოიჩე ველესთან” ინტერვიუში თქვა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლა პაშინიანმა, რომელმაც ამ დღეებში ბერლინში გერმანიის კანცლერთან შეხვედრა გამართა.
პაშინიანის თქმით, ორივე საერთაშორისო სტრუქტურასთან კავშირი აბსოლუტურად გამჭვირვალეა. “ჩვენ არ ვაპირებთ რომელიმე პარტნიორთან ურთიერთობის ისე დალაგებას, რომ მეორეს ვავნოთ” – თქვა სომხეთის პრემიერმა. შეკითხვაზე, თუ რატომ შეხვდა კრემლი, რომელსაც პაშინიანის თქმით, არ უყვარს ფერადი რევოლუციები, სომხეთში მომხდარ მოვლენებს მშვიდად, მან უპასუხა, რომ სომხური მოვლენების ე.წ. “ფერად რევოლუციებთან” გაიგივება არ შეიძლება. “ჩვენს რევოლუციაში არ ყოფილა გეოპოლიტიკური კონტექსტი და არ ყოფილა არანაირი უცხო ძალა, რომელიც ამაში მონაწილეობდა ან ჩართული ყოფილიყო ჩვენს შიდა პროცესებში”. ამავე დროს, პაშინიანს არ დაუზუსტებია თუ ვინ იგულისხმა მან “უცხო ძალებში”. სომხეთის პრემიერის შეფასებით ქვეყანაში უკვე არ არსებობს კორუფცია, ეკონომიკური მონოპილიები და მოქალაქეები თვითონ წყვეტენ საკუთარ ბედს.

banner
წინა სტატიაშიკვიპროსის პარლამენტმა ინვესტიციების სანაცვლოდ “ოქროს პასპორტების” გაცემა გაამკაცრა
შემდეგი სტატიაანგელა მერკელი Facebook-ზე საკუთარ გვერდს ხურავს