„4 თვის წინ, ირაკლი კობახიძე გამოვიდა და თქვა, რომ საქართველოში სურსათის ფასები ხშირად უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში. ამ განცხადებიდან გავიდა 4 თვე და ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სურსათზე ფასი გაიზარდა 4%-ით“, _ განაცხადა დამოუკიდებელმა პოლიტიკოსმა ნიკა ობოლაძემ.
“ჩემი აზრით მათ დაგეგმეს პიარ-კამპანია და მეორე, ვერ დათვალეს კარგად, რა დაუჯდებოდათ ეს. სინამდვილეში შესაძლებელია ფასების შემცირება. საქართველოს ეკონომიკას აქვს ორი სტრუქტურული პრობლემა. ერთი პრობლემა ის არის, რომ ეს არის არასაბაზრო ეკონომიკა, არამედ სქემების ეკონომიკა. ეს არის არა სახალხო კაპიტალიზმი, არამედ კრონი კაპიტალიზმი და მეორე, ეს არის რომ საქართველოში სახალხო ინფრასტრუქტურა არის განადგურებული და მოუვლელი. ეს აწევს ცხოვრების დონეს და ეკონომიკას”,_ განაცხადა ნიკა ობოლაძემ.














