19.8 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

“ფასების კომისიის სამარცხვინო შედეგი უნდათ, რომ როგორმე მოკლან”- თაზო დათუნაშვილი

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთის ლიდერის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით,  “ოცნება” ცდილობს, რომ ფასების კომისიის “სამარცხვინო შედეგი როგორმე მოკლან, როგორც ახალი ამბავი”.

“ეს დასკვნა სამარცხვინო დასკვნა არის. რაღაცა მეცნიერულ ხასიათზე ლაპარაკობენ ამ დასკვნის ადამიანები, რომლებსაც საშუალო განათლება არ აქვთ მიღებული, რა მეცნიერებაზეა საერთოდ ლაპარაკი. რეალურად აბსოლუტური კრახია. ამ კომისიამ და 5-თვიანმა ეპოპეამ მთავრობის მიერ ფასების დაკლებასთან დაკავშირებით, საკუთარი თავი პოვა სუპერმარკეტების ფასდაკლებულ პროდუქტებში. ეს იყო მთელი შედეგი ამ ყველაფრის.

ეს სამარცხვინო შედეგი უნდათ, რომ როგორმე მოკლან, როგორც ახალი ამბავი. საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ თვალებში ნაცარი შეაყარონ. სესია იქნება კიდევ ერთი გააქტიურების საშუალება. იცით, პარლამენტში გახარიას გუნდი წარმოდგენილია. ოპოზიცია მინიმალურად, მაგრამ წარმოდგენილია. გახარიას გუნდი დასვამს კრიტიკულ კითხვებს. ამ კრიტიკულ კითხვებზე არაფერზე პასუხები არ აქვთ და არც სურვილი აქვთ, რომ ეს თემა გაუგრძელდეთ. ხომ ხედავთ აკანკალებულ ხმას შოთა ბერეკაშვილის, რომელიც ვეღარ ლაპარაკობს, სახეზე ფერი არ ადევს და სერიოზულად მეშინია რამე არ დაემართოს“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ფასების კომისიის მიერ შემუშავებული დასკვნა მთავრობას და ირაკლი კობახიძეს ოფიციალურად არ გადაეგზავნებათ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
შემდეგი სტატიაპირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება