ფასდაკლება ვაქცინირებულ სტუმრებს: რესტორანთა ასოციაციის ინიციატივა

რესტორანთა ასოციაციის პრეზიდენტის შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ ასოციაციაში გაწევრიანებულ რესტორნის თანამშრომლებს აცრის შემთხვევაში ხელფასი მოემატებათ. მისი თქმით, ფასდაკლებებით ისარგებლებენ ვაქცინირებული სტუმრებიც.

კონკრეტულად რომელ ობიექტებზეა საუბარი, დეტალები გადაწყვეტილების შემდეგ გახდება ცნობილი.

“ადამიანები, რომლებიც ვაქცინირებული არიან და სტუმრები არიან ჩემი რესტორნის და ჩემ გვერდით არის ძალიან ბევრი რესტორანი, მიიღებენ ჩემს რესტორანში მომსახურების ფასდაკლებას და ასევე, თანამშრომლები, რომლებიც არიან ვაქცინირებულები, მიიღებენ ხელფასის სახით დანამატს.კოვიდკოდის წარმოდგენით, რომელიც იკითხება, ისინი მარტივად მიიღებენ ფასდაკლებას”,- ამბობს ბურჯანაძე.

banner
წინა სტატიაშილაშა ჩხარტიშვილი მერებისთვის ხელფასის შემცირებას ითხოვს
შემდეგი სტატიადარგების და საზღვრების ჩაკეტვა არ განიხილება: ნათია თურნავა