ფასანაურთან ჩარჩენილი ტრაილერები- სავარაუდოდ, გარდაცვლილები არიან მძღოლებიც

ასეულობით ტრაილერი ფასანაურთან მეათე დღეა გზაზეა ჩარჩენილი – ვრცელდება ინფორმაცია გარდაცვლილი მძღოლების შესახებ. სავარაუდოდ 3 გარდაცვლილი და ფასანაურთან საკვების, ფულის და საწვავის გარეშე ჩარჩენილი მძღოლები. გზაზე დარჩენილი ადამიანები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. მათი თქმით ადგილზე საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა და მათ ყურადღებას არავინ აქცევს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მძიმე პირობების გამო ერთ-ერთი ტრაილერის მძღოლიც გარდაიცვალა.
„300-მდე მანქანა მეათე დღეა გაჭედილია, არც საკვები გავქვს და ფულიც გვითავდება. ადგილობრივები პროდუქტს ძალიან ძვირად ყიდიან. პოლიცია არ გვიშვებს იმიტომ რომ გზები არაა გაწმენდილი. მანქანები ორივე მიმართულებით მოძრაობს ჩვენ კი მეათე დღეა არ ვიძვრებით. როგორც ამბობენ 3 ადამიანი გარდაიცვალა აქედან 1 გულის შეტევით,“- აცხადებს ერთ-ერთი მძღოლი ალექსანდრ მაქსიმოვი.
სოფელ ნადიბანთან არსებულ ვითარებაზე კომენტარს აკეთებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე. ის რუსეთის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ასეთი მხოლოდ 1 შემთხვევა დაფიქსირდა.
„ჩვენი ტექნიკა 24 საათიან რეჟიმში წმინდავს. სატვირთო ავტომობილები და მსუბუქი ავტომობილები გადაადგილდება. გამომდინარე იქიდან რომ მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისათვის შეუძლებელია იქ ასვლა და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე არ შეიძლება მათი იქ დაშვება, პატრული მათ არ ატარებს,“-აცხადებს სეთურიძე.
გიორგი სეთურიძე გარდაცვალების ფაქტსაც ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ მხოლოდ ერთი მძღოლი გარდაიცვალა გულის შეტევით, რომელიც რუსეთის მოქალაქე იყო და ის ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
წყარო: რუსთავი2

banner
წინა სტატიაშიგზის რამდენიმე მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
შემდეგი სტატიადღეს ღამით საქართველოში ძლიერ ყინვას ელოდებიან