ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული ოთხი პირი შესაძლოა, გირაოთი გათავისუფლდნენ

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული ოთხი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, ბრალდების მხარე დაკავებული პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს.

პროკურორის განცხადებით, ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე, ზაალ ლატარიას, ზურაბ სოლომნიშვილის, თემურ ირემაძისა და ანტონ ღლონტის მიმართ, თითოეულს 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, გათავისუფლებას ითხოვს.

სამართალდამცავებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით, 18 პირი დააკავეს. მათგან 14 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვთ შეფარდებული, ოთხ პირს კი, პატიმრობა.

ყველა მათგანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვთ წარდგენილი.

banner
წინა სტატიაში5-პუნქტიანი ანტიკრიზისული გეგმა – პარტია „კანონი და სამართალი“ ეკონომიკის განვითარების გეგმას საკანონმდებლო ორგანოს ორშაბათს წარუდგენს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : მათ, ვინც აპროტესტებს ტაქსის რეფორმას, შეუძლიათ გამოყონ ჯგუფი, ვისაც ენდობიან და შევხვდებით