ფარული მოსმენა/მიყურადების რაოდენობის ზრდას მმართველ გუნდში ორგანიზებულ დანაშაულთან გამკაცრებულ ბრძოლას უკავშირებენ

სახელმწიფოს მხრიდან ფარული მოსმენა/მიყურადების რაოდენობის ზრდას მმართველ გუნდში ეხმაურებიან. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ბოლო სამი წლის განმავლობაში მიყურადების ოფიციალურად რეგისტრირებული შემთხვევების სამჯერ გაზრდას, ორგანიზებულ დანაშაულთან გამკაცრებულ ბრძოლას უკავშირებს.

ოხანაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ უკანონო ქმედებების განხორციელება მიუღებელია.

„ჩვენთვის მიუღებელია პოლიტიკური ოპონენტების მიმართ უკანონო ქმედებების განხორციელება, სახელმწიფო და ჩვენ ვებრძვით ორგანიზებულ დანაშაულს, ქურდულ სამყაროს, ქურდულ მენტალიტეტს. შესაძლებელია, ეს გარკვეულწილად მატება განპირობებული იყოს იმითიც, რომ ჩვენ გავამკაცრეთ ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან, გავამკაცრეთ ბრძოლა ქურდულ სამყაროსთან და ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დროს, რა თქმა უნდა, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების გამოყენებაც არის აუცილებელი,“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ ფარული მოსმენების შესახებ სპეცსამსახურების მიერ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობების 98%-ს მოსამართლეები აკმაყოფილებენ.

2018 წელს ხელისუფლებამ ფარული მოსმენების რეკორდი მოხსნა. ფარულად გასულ წელს 9 ათასზე მეტ ადამიანს უსმენდნენ.

„ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ ფარული მოსმენების შესახებ სპეცსამსახურების მიერ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობების 98%-ს მოსამართლეები აკმაყოფილებენ.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია ბიუროკრატიულ ხარჯებს ზრდის და 12 მილიონს სესხულობს – ხმაურიანი სხდომა საკრებულოში
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა