ფარული ჩანაწერების წინააღმდეგ პოლიტიკოსებმაც უნდა შეძლონ გარკვეული შეთანხმების მიღწევა და მასზე დისკურსი არ გამართონ

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ფარული ჩანაწერების წინააღმდეგ პოლიტიკოსებმაც უნდა შეძლონ გარკვეული შეთანხმების მიღწევა და მასზე დისკურსი არ გამართონ. განცხადება ნინო ლომჯარიამ პარლამენტში, დეპუტატების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ გააკეთა:

„როდესაც ვრცელდება უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერი მასზე კომენტარის გაკეთება ან მისი გამოყენება ოპონენტის წინააღმდეგ ამორალურია და ვფიქრობ, რომ ალბათ, პოლიტიკოსებს შორისაც უნდა იყოს გარკვეული პოლიტიკური შეთანხმება თუ კულტურა, რომ ასეთი მასალები, მაშინ როცა გამოძიება ამ მიმართულებით არ გვაქვს ეფექტური, არ გამოვიყენოთ პოლიტიკურ დისკუსიაში, რადგან ამით კიდევ უფრო ვქმნით იმ გარემოს რომ ე.ი. ასეთი მასალები საჭიროა და ეფექტურია პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ამიტომ, ალბათ ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ მაღალი პოლიტიკური კულტურა“, – განაცხადა ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიუზენაეს სასამართლოში რთული მდგომარეობაა შექმნილი- ნათქვამია ომბუდსმენის 2018 წლის ანგარიშში
შემდეგი სტატიასააკაშვილს, მერაბიშვილს, კოდუას, შსს-სა და ფინანსთა სამინისტროებს ვალერი გელაშვილისთვის 215 000 ლარის გადახდა დაეკისრათ