ფარული ჩანაწერების საქმეზე ძებნილი გიგლა შიოშვილი პროკურატურას ჩაბარდა

ფარულ ვიდეოჩანაწერების საქმეზე ძებნილი გიგლა შიოშვილი საკუთარი ნებით გამოცხადდა პროკურატურაში. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი ადასტურებს.

ფარული ვიდეოკადრების საქმეზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კუდ-ის ხუთი ყოფილი თანამშრომელი დააკავა, შიოშვილზე კი ძებნა იყო გამოცხადებული.

დაკავებული არიან ვასილ ლელუაშვილი, რევაზ შიუკაშვილი, რომან ზაალიშვილი, ირაკლი ყიფშიძე, ზირაბ პავლიაშვილი, გიგლა შიოშვილი. გივი კაციტაძეს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება.

ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავაბესთან დაკავშირებით პროკურატურამ დღეს განცხადება გააკეთა.

პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულები ახორციელებდნენ თვალთვალს ჟურნალისტებზე, პოლიტიკოსებზე, ცნობილ ადამიანებზე და ამ მიზნით ამონტაჟებდნენ ჩამწერ საშუალებებს ბინებსა და სასტუმროებში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: ეს შეთავაზება არაკომპეტენტური ჯგუფების მიერ არის მომზადებული
შემდეგი სტატიადედაქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება