ფარული ჩანაწერების საქმეზე დღეს ნიკა გვარამია გამოიკითხება

თბილისის პროკურატურაში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოკითხვები დღესაც გაგრძელდება. გამომძიებლის შეკითხვებს დღეს „მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია უპასუხებს.

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოკითხვაზეა დაბარებული ასევე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავაც, თუმცა მან პროკურატურაში მისვლაზე უარი თქვა, რის გამოც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაში დაიკითხება.

პროკურატურამ უკვე გამოკითხა ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნანა ინწკირველი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომელი მიშა მშვილდაძე და ჟურნალისტი ელისო კილაძე. დაიკითხნენ სხვა ჟურნალისტებიც. ასევე გამოიკითხა „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ზვიადაურს ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 46 პაციენტი გარდაიცვალა