ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე შესაძლოა კანონი გამკაცრდეს – მათიკაშვილი

ჩვენ შეგვიძლია გავხსნათ დისკუსიის კარი და პარლამენტმა ვისმჯელოთ ამ სახის დანაშაულზე კანონის გამკაცრებაზე – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა და კომიტეტის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა ეკა ბესელიას.

„მინდა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სახელით გავაკეთო განცხადება და დავგმო ის ამაზრზენი და ბინძური ქმედება, რაც ჩვენი კოლეგის, პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას მიმართ განხორციელდა და რაც ეხება პირადი შინაარსის ინფორმაციის გავრცელებას. ეს არის ბოროტება, რომელიც აუცილებლად უნდა დამარცხდეს საქართველოში და ამაში ჩვენი კომიტეტი აბსოლუტურად თანაზიარი ვართ ქალბატონი ეკა ბესელიასი. მეტიც, შეგვიძლია ვთქვათ, გარდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძებისა, რომელიც დანაშაულის გახსნის ფლაგმანია, ჩვენ შეგვიძლია გავხსნათ დისკუსიის კარი და პარლამენტმა ვისმჯელოთ ამ სახის დანაშაულზე კანონის გამკაცრებაზე, თუკი ის მომავალში პრევენციულად იმოქმედებს მსგავს შემთხვევებზე და ასეთი გადაწყვეტილებაც მივიღიოთ,“ – განაცხადა მათიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ივანიშვილმა დაავალა სუს-ს, ჩვენი მხარდამჭერებისთვის გაეგზავნა ეს კადრები“ – თინა ბოკუჩავა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე
შემდეგი სტატია„ეს ჩემზე არ მოქმედებს, გავაგრძელებ ბრძოლას“ – ეკა ბესელია ფარული კადრების გავცრელების საქმეზე 16 პირის დაკავებას გამოეხმაურა