,,ფარული ჩანაწერების გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია – ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დავუსვათ ამ შანტაჟს”

ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დავუსვათ ამ შანტაჟის საკითხებს, – ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა ეკა ბესელიასთან დაკავშირებით პირადი ცხოვრების საიდუმლოს შესაძლო ხელყოფის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

„რამდენიმე წლის წინ ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მკაფიო პასუხი გასცა პირადი ცხოვრებით შანტაჟით და მანიპულირებით საკითხს. ეს არის მიუღებელი. ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, ვინც თუნდაც გაუფრთხილებლად, მით უმეტეს თუ განზრახ ავრცელებს მსგავს ჩანაწერებს, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, არ გახდნენ ასეთი ტიპის დანაშაულების თანამონაწილენი და მესამე, მე ყველას ვურჩევდი, რომ დაუდასტურებელ, შეუმოწმებელ ვიდეოებთან დაკავშირებით კონკრეტული ადამიანების იდენტიფიცირებისგან, როგორც ფართო საზოგადოების, ასევე კონკრეტული ინდივიდების ინტერესების დაცვის მიზნით, ყველამ თავის შევიკაოთ. ჩვენ დღეს გვქონდა კომუნიკაცია ბატონ ჭიჭინაძესთან და სხვა პირებთანაც. შსს-მ გააკეთა განცხადება, რომ ისინი სამართლებრივ რეაგირებას განახორციელებენ. ჩვენც მზად ვართ დავეხმაროთ კონკრეტულ ადამიანებს. ვიმედოვნებ, რეაგირება იქნება მყისიერი. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დავუსვათ ამ შანტაჟის საკითხებს“,- განაცხადა ქალდანმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიაზე სოციალურ ქსელში პირადი და ოჯახური საიდუმლოების შესახებ ჩანაწერი ვრცელდება. ეკა ბესელია ამ თემაზე საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

banner
წინა სტატიაშიმღვდელმონაზონი ანდრია სარია ,,პატრიოტთა ალიანსს” პასუხობს
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის ადგილი ცნობილია