გრიგოლ ლილუაშვილის საქმეში ფარული ხმოვანი ჩანაწერები დევს – ამის შესახებ ადვოკატმა პროკურატურის დატოვების შემდეგ განაცხადა.
რობერტ გრიგალაშვილის თქმით, მას ინფორმაცია აქვს აუდიო ჩანაწერებზე, თუმცა შეიძლება საქმეში იყოს ვიდეო ჩანაწერებიც.
საქმის მასალები, რომელიც უფლებადამცველს გადაეცა, 30 ტომიანია. ადვოტას სახელმწიფო ბრალდებამ ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინა.
გადმოგვეცა სისხლის სამართლის საქმის მასალები, ძირითადად ელექტრონული სახით მაქვს წამოღებული. მოხდა გადმოწმება, გადავლა იმ არსებული სიის მიხედვით, რომელიც არის ჩამონათვალი ტომების მიხედვით. საკმაოდ მრავალტომიანი საქმეა. 30 ტომია. არის ასევე გარკვეული აუდიო ჩანაწერები, რომლის გაცნობა ფიზიკურად ვერ მოხდებოდა. არ ვიცი ვინ ფიგურირებს ამ ჩანაწერებში. მისი დათვალიერება და შესწავლა არ განხორციელებულა. ეს არის აუდიო ჩანაწერი. რამდენად ეს არის, თქვენ თუ მეკითხებით ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ჩატარებული, ამას ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ გასავლელია, თუმცა არმგონია, რომ ეს იყოს ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების შედეგად ჩატარებული, მაგრამ არსი რაღაც ფარული ხმოვანი ჩანაწერები. მე ვნახე მხოლოდ აუდიო, შეიძლება იქ ვიდეოც იყოს. სატელეფონო ანძის ჩანაწერები ამოღებულია თუ არა ეს არ ვიცი, ვერ გეტყვით. გაუთქმელობაზე მოვაწერე ხელი, შესაბამისად, კონკრეტულად რა სისხლის სამართლსის აქმეზე რა მასალებია და რა შინაარსის, ამაზე მე გათქმის ვალდებულება აღარ მაქვს, იმიტომ, რომ ამაზე გაფრთხილებული ვარ. პროკურატურის მოთხოვნა იყო ეს, რა თქმა უნდა. ჩვენთვის პირიქით, საჯაროობა მისაღებია, რომ დავადასტუროთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობა”, – განაცხადა ადვოკატმა.
სუსის ექსშეფს, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ საღამოს წარუდგინეს.
ლილუაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ქრთამის აღებას ედავებიან. საუბარია 2 365 000 აშშ დოლარსა და 1 500 000 ლარზე. უფრო კონკრეტულად, გამოძიება მას 4 ეპიზოდს ედავება.


















