ფარული აუდიო ჩანაწერი – “ქართულ ოცნებაში” პანიკაა, ივანიშვილის გუნდი ყველა შიდა მონაცემით არჩევნებს აგებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 26, 2018 12:27

ფარული აუდიო ჩანაწერი – “ქართულ ოცნებაში” პანიკაა, ივანიშვილის გუნდი ყველა შიდა მონაცემით არჩევნებს აგებს

„ქართულ ოცნებაში“ პანიკაა – ბიძინა ივანიშვილის გუნდი ყველა შიდა მონაცემით არჩევნებს აგებს. „კურიერმა“ მოიპოვა მმართველი პარტიის ერთ-ერთი შტაბის ფარული ჩანაწერი, საიდანაც დგინდება, რომ „ოცნებას“ რეგისტრირებულ მხარდამჭერებსა და რეალურად მიღებულ ხმებს შორის 40%-იანი ცდომილება აქვს.

ჩანაწერის მიხედვით, ის, ვინც მმართველ პარტიას ჰპირდება, რომ ხმას მისცემს, რეალურად კაბინაში შესვლისას ოპოზიციას ხაზავდა.

„შეიძლება 100-პროცენტიანი შემოწმება არ მქონდეს, მაგრამ 90-პროცენტიანი ხომ მექნება. თქვენ რომ მე სიას მაძლევთ, 4,6 და8 მოვიდაო, ამის სამაგიდო სიას ვაძლევ შიგნით, ვინც ნახულობს ხელი მოწერილი აქვს თუ არა იმ ამომრჩეველს. იმან რა შემოხაზა არ ვიცით, 5-იანი შემოხაზა თუ რა ჰქონდა, მაგრამ შიგნით შევიდა თუ არ შემოვიდა, ანუ შენ რა გაქვს მე მეუბნები, შევიდაო, იმას გიმოწმებ შევიდა თუ არა, გააკონტროლებს იმიტომ, რომ სხვა ვარიანტი არ არსებობს. იმხელა ცდომილებებია, რომ ახლა აქ რო იყოს 5-6 პროცენტიანი, მაგრამ 40-პროცენტიანი ცდომილება რომ არის, იქ არ შეიძლება მაგხელა ტყუილი იყოს იმათგან. რაღაც ხდება რა და არ არის თან პირველი შემთხვევა, წინა არჩევნებზეც ასეთი ცდომილება იყო, იმის წინაზეც ასეთი, იმიტომ, რომ სწორი აღრიცხვა არ ხდება,“ – ისმის „კურიერის“ მიერ მოპოვებულ აუდიოჩანაწერში.

ფარულ ჩანაწერში, რომელიც „კურიერს“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა გადასცა, ისმის როგორ ახდენენ ზეწოლას პარტიულ დამკვირვებლებზე, რომ მათ ხმების მობილიზება შეძლონ.

აუდიოჩანაწერის მიხედვით ირკვევა, რომ ზურაბ მარგველაშვილი, რომელიც იყო ქუთაისის მერის ყოფილი მოადგილე, შტაბში ხვდება საარჩევნო კომისიებში „ოცნების“ წარმომადგენლებს და ერთგვარ ინსტრუქტაჟს აძლევს მათ, თუ როგორ უნდა გააკონტროლონ მხარდამჭერები.

“კურიერი”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 26, 2018 12:27

Google სტატისტიკა


4,731
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics