20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ფარულავა: საქართველოს ყველაზე მეტად შურის დასრულება სჭირდება, რაც სააკაშვილისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებით უნდა დაიწყოს!

“ვულოცავთ ყველას ახალი პატრიარქის აღსაყდრებას, დღეს საქართველოს ყველაზე მეტად ერთსულოვნება და შურის დასრულება სჭირდება, რაც მიხეილ სააკაშვილისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებით უნდა დაიწყოს!” _ განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ფარულავამ გადაცემაში “პოლიტიკის ფორმულა”.

ცნობისთვის, მოლოდინი, რომ პატრიარქის ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი შესაძლოა სწორედ შეწყალების ინიციატივა გახდეს, მას შემდეგ გაჩნდა, რაც 9 აპრილს მამა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ ამ საკითხს პატრიარქის არჩევის შემდეგ დაუბრუნდებოდნენ. ჯაღმაიძემ სვეტიცხოველში შიო მესამეს ინტრონიზაციის  მიმდინარეობისას კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ მიმართულებით „სიახლეებს უნდა ველოდოთ“.

banner
წინა სტატიაშილაშხი იმედზე: ევროპარლამენტი დღეს გახდა მედიაზე თავდასხმის ინსტრუმენტი
შემდეგი სტატიაანიტა ორბანი: რუსეთის ელჩს განვუცხადე, რომ უნგრეთისთვის აბსოლუტურად მიუღებელია ზაკარპატიეზე დარტყმები