ფარულავა: მოძალადე ქმარი მომსდევდა საცემად, მეზობელს ვთხოვდი დახმარებას, კარი არ გამიღო

“ჩემი პირველი ქორწინება როდესაც ვიყავი 17 წლის იყო ძალადობით აღსავსე”, – ამის შესახებ ტელეწამყვანმა ია ფარულავამ, “რუსთავი 2” – ის გადაცემაში ისაუბრა, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას ეხებოდა.

“ჩემთვის ძალიან ახლობელი თემა არის, ჩემი პირველი ქორწინება, როდესაც ვიყავი 17 წლის, იყო ძალადობით აღსავსე. პირველი ქმარი მოძალადე იყო, მცემდა, გავრბოდი, მეც ცოტა ვურტყამდი კიდეც. დახმარება მაშინ ვისთან უნდა მეთხოვა, მრცხვენოდა მეთქვა ჩემი ოჯახისთვის. 1984 წელია, მომდევს ეს მოძალადე რომ მცემოს, შევრბივარ იტალიურ ეზოში და ქალს ვეხვეწები რომ შემიშვით, ვაკაკუნებ და იმ ქალმა კარი არ გამიღო… ფილმში ფესვები ის სცენა რატოა ღამის? იმიტომ რომ ღამით ჩუმად გავიპარე რომ ფილმში გადამეღო და როდესაც ამის შესახებ გაიგო, ერთი მაგარი მჟეჟა. მე გამოვიქეცი, მაგრამ ხშირად ქალებს ეს მოძალადეები უყვართ. მერე ეს მოძალადე მანიპულატორია და გაცოდებს თავს”, – ამბობს ფარულავა.

ია ფარულავას გადაცემა ფარულ კონვერტში დაადანაშაულა მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი ქმარი ბესო ზანგური არაერთგზის ცემაში, მათ შორის, ორსულობისას. მან თქვა, რომ ზანგურს 11 წლის წინ სწორედ ძალადობის გამო დაშორდა.

banner
წინა სტატიაშიბექა ლილუაშვილი: როდესაც პარტია პოზიციონირებას დაიწყებს, გამოჩნდება ვისი პროექტიც ვართ
შემდეგი სტატიაბაიდენმა რუსული საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა