მათე დევიძის მხარდასაჭერ აქციაზე ია ფარულავაც იმყოფება – მსახიობი “ტვ პირველის” ეთერში ამბობს, რომ პროტესტის რეჟიმში გადასული ადამიანები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის სამომავლოდ წერილის გაგზავნას გეგმავენ.
ია ფარულავას განმარტებით, წერილში მოთხოვნილი იქნება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიამ “MEGOBARI ACT”-ის კანონად მიღების პროცედურა დააჩქაროს.
ეს უკვე ხელისუფლება არ არის. საქართველო დღეს რუსეთის სპეცსამსახურების ხელით მიერ იმართება. ამიტომ, საერთოდ არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს. უკვე ვიცით, რომ ჰიბრიდულ ომში ვართ. ჩვენზე მოდის ფსიქოლოგიური, ემოციური ზეწოლა. საჭირო არის რაიმე სტრატეგიის შემუშავება. დღეს მათე დაიჭირეს, ხვალ სხვას დაიჭერენ… სინდისის პატიმრების მთელი არმია შექმნეს და მთავარი პატიმარი, მიხეილ სააკაშვილი ციხეშია. ჩვენ გვინდა, რომ დიდი მიმართვა გავაკეთოთ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ, რომ დააჩქაროს მეგობარი აქტის კანონად მიღება.” – განაცხადა ია ფარულავამ.