ფარულავა – 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ერთიანობით დაამარცხებს ამ კრიმინალურ რეჟიმს

ვიდრე „ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლები გაარკვევენ ვინ მიაწოდა ინფორმაცია ამერიკულ მხარეს, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ერთიანობით დაამარცხებს ამ კრიმინალურ რეჟიმს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, ჰელსინკის კომისიის განცხადება კონკრეტულ მატერიალურ მტკიცებულებას ეყრდნობა.

„ჰელსინკის კომისიის განცხადება ცხადია, ეყრდნობა კონკრეტულ მატერიალურ მტკიცებულებას, ფაქტს, რომელიც ამერიკულ მხარეს, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენელმა მიაწოდა. სანამ “ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლები გაარკვევენ ვინ მიაწოდა ინფორმაცია ამერიკულ მხარეს, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ერთიანობით დაამარცხებს ამ კრიმინალურ რეჟიმს, რომელიც აგროვებს „შავ ფულს“ და ამ „შავი ფულით“ ებრძვის დემოკრატიულ ოპოზიციას საქართველოში. ქართველი ხალხი ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს ამ მოღალატე რეჟიმს”, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

banner
წინა სტატიაშიწილოსანი – ალეკო ელისაშვილი, სრულიად ამორალური და ყველანაირი ღირსებისგან დაცლილი კაცია
შემდეგი სტატიანადირაძე – 26 ოქტომბრიდან გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც წარსულში კი არ დააბრუნებს ქვეყანას, არამედ ხალხის პრობლემებს მოაგვარებს