ფარულ კადრებთან დაკავშირებით, ლუკა ფეიქრიშვილის სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს

ამ წუთებში ორგანიზაცია ამბრელას წევრის, ლუკა ფეიქრიშვილის სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს. თავად ფეიქრიშვილის ინფორმაციით, მის სახლში სამართალდამცველები იმყოფებიან.

ლუკა ფეიქრიშვილის ინფორმაციით, მის სახლში ჩხრეკა სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ კადრებს უკავშირდება.

ლუკა ფეიქრიშვილის განცხადებით, სამართალდამცველები მისი პირადი კომპიუტერის პროკურატურაში წაღებას აპირებენ. მისივე თქმით, პროკურატურაში ისიც უნდა გამოცხადდეს, თუმცა რა სტატუსით მისთვის ჯერჯერობით უცნობია.

ლუკა ფეიქრიშვილის თქმით “სასაცილოა მისი სახლის ჩხრეკა”, როდესაც ჩხრეკა იქ არ მიმდინარეობს სადაც საჭიროა.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალურმა მოძრაობამ” საჩხერის მაჟორიტარობის კანდიდატად ზურაბ ცერცვაძე წარადგინა
შემდეგი სტატია„კალა კაპიტალ ლიმიტედი“ „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ განცხადებას ეხმაურება