ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული გამოძიება წარმატებით დასრულდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს იმედი აქვს, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული გამოძიება წარმატებით დასრულდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხოდმაზე განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, პროკურატურა აქტიურად მუშაობს და არის გარკვეული პროგრესიც.

„პროკურატურა აქიტურად მუშაობს ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხზე, არის გარკვეული პროგრესი. გამოძიებაში ჩართულია ყველა სამართალდამცავი უწყება. ვფიქრობ, მართლაც ღირსების საკითხია, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ საზოგადოების ტერორიზებას ამ კუთხით დავუსვათ წერტილი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, გამოძიება წარმატებით წარიმართება“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“თითოეული გამოთქმული სიტყვა ქვეყნის უსაფრთხოების დისკრედიტაციის კუთხით, ასუსტებს ჩვენს სახელმწიფოს “
შემდეგი სტატიაშიდა ქართლში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს