“ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოსგან დახმარების გაწევის თხოვნა მივიღეთ, რასაც დადებითად ვუპასუხეთ”

იან კელი

ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისგან მივიღეთ დახმარების გაწევის თხოვნა. არ მაქვს თავისუფლება ვისაუბრო კონკრეტული დეტალების შესახებ, თუ რას გულისხმობს ეს დახმარება, მაგრამ აღვნიშნავ, რომ ჩვენ ამ თხოვნას დადებითად ვუპასუხებთ, – ასე გამოეხმაურა ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი ჟურნალისტებთან საუბარში ფარულ ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაწყებულ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

როგორც იან კელიმ განაცხადა, ის რაც კადრების გავრცელებით ხდება, არის საშინელება.

“ეს არის დესტრუქციული ქმედება ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებისთვის. ეს ასევე დამაზიანებელია საქართველოს დემოკრატიისთვის. ვინც ამას აკეთებს მას კარგად აქვს ეს გააზრებული და ცდილობს, რომ პოლიტიკურ პროცესებზე მოახდინოს ზეგავლენა. ეს თემა ძალიან შემაშფოთებელია მთავრობისთვისაც. საქართველოს მთავრობიდან ჩვენ მივიღეთ დახმარების გაწევის თხოვნა. არ მაქვს თავისუფლება ვისაუბრო კონკრეტული დეტალების შესახებ, თუ რას გულისხმობდა ეს დახმარება, მაგრამ აღვნიშნავ, რომ ჩევნ ამ თხოვნას დადებითად ვუპასუხეთ და შევეცდებით დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას ამ პროცესში. საქართველოს დემოკრატიისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ასეთი რამ არ იყოს განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში შემოდგომაზე არჩევნებია დაგეგმილი”, – განაცხადა იან კელიმ.

“ჩვენი კოლეგები ყოველდღიურ ურთიერთობაში არიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ვინაიდან არის იმის საფრთხე, რომ მოხდეს კიდევ ვიდეოების გავრცელება. ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი თანამშრომლობა, ჩვენი დახმარება და მზად ვართ, რომ აღმოვუჩინოთ ეს დახმარება”, – განაცხადა ამერიკის ელჩმა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშიბელგიაში ტერორისტული საფრთხე მესამე დონემდე დაწიეს
შემდეგი სტატია(ვიდეო)”მოგესალმებით, შეყვარებულო ქალბატონო ინგა!..”დეპუტატის მიმართვა წამყვანს და გრიგლიას პასუხი