პარტნიორულ ურთიერთობებს სცილდება, როცა დეპუტატი სვამს კითხვას და ელჩის პასუხია ის, რომ არ წაუკითხავს, ან ფაქტებზე დაფუძნებულ კითხვებზე ამბობს, რომ ეს ტყუილია – ხუნდაძე

„პარტნიორულ ურთიერთობებს სცილდება, როცა დეპუტატი სვამს კითხვას და ელჩის პასუხია ის, რომ არ წაუკითხავს, ან ფაქტებზე დაფუძნებულ კითხვებზე ამბობს, რომ ეს ტყუილია. ჩვენ ორშაბათს კიდევ გამოვაქვეყნებთ წერილს, სადაც კიდევ ერთხელ შევახსენებთ უფრო მეტად დაკონკრეტებულ კითხვებს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ემიჯნება თუ არა ომის რიტორიკას, რომელიც ახლაც გრძელდება“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ასევე დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა – მოსამართლე ჩხიკვაძე იყო თუ არა სანქცირებული და სასამართლო გადაწყვეტილება იყო თუ არა საფუძველი იმისა, რომ მას შეეზღუდა ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მიერ გაჟღერებული მესიჯები გულისხმობდა ჩვენს ბოლო გადაწყვეტილებებს. ჩვენი წერილის საფუძველი იყო ის, რომ მას კიდევ ერთხელ შევახსენეთ, რომ ჩვენი, სამი დეპუტატის, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების გადაწყვეტილება იყო გააზრებული, პრინციპული. ვფიქრობ, ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა გულისხმობს თანასწორუფლებიანობას, თანასწორ ვალდებულებებს და როგორც ბოლო პოლიტიკური პროცესები აჩვენებს, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით. როგორც დასავლეთს სჭირდება საქართველო, ასევე საქართველოს სჭირდება დასავლეთი. ვფიქრობ, ეს იყო დასავლეთის შეცდომა, როცა საქართველო განსხვავებულ პირობებში ჩააყენეს და მას არ მიანიჭეს სტატუსი და როგორც დასავლეთიდან გვაცნობეს, თურმე სტატუსის მინიჭების მთავარი პირობა ყოფილა ომში მონაწილეობა, არადა, ჩვენ ეს ვალდებულებაც უკვე შესრულებული გვაქვს. დასავლური ღირებულების ნაწილია სწორედ ის, რომ როდესაც დეპუტატები სვამენ კითხვას ამ კითხვებზე პასუხი უნდა იყოს გაცემული.

ჩვენ ორშაბათს კიდევ გამოვაქვეყნებთ წერილს, სადაც კიდევ ერთხელ შევახსენებთ კიდევ უფრო მეტად დაკონკრეტებულ კითხვებს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ემიჯნება თუ არა ომის რიტორიკას, რომელიც ახლაც გრძელდება. გუშინ ალბათ უსმენდით საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მხრიდან გაჟღერებულ მსგავს მიმართულებებს, რაც გულისხმობს ასევე ომის რიტორიკას. ასევე დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა – მოსამართლე ჩხიკვაძე იყო თუ არა სანქცირებული და სასამართლო გადაწყვეტილება იყო თუ არა საფუძველი იმისა, რომ მას შეეზღუდა ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. მისივე თქმით, კითხვებზე, რომელიც ეფუძნება კონკრეტულ ფაქტებს, საჭიროა პასუხის გაცემა.

„კითხვები მრავლადაა, პასუხები პრაქტიკულად არ არსებობს, ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვთ და შევახსენებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ვალდებულებებიც არის ორმხრივი და ღირებულებები, რომელიც დასავლეთში მაღალ რანგშია აყვანილი, ეს ღირებულებები ჩვენთვისაც ამგვარად არის მისაღები. დასავლეთი ჩვენთვის არის საინტერესო სწორედ ამ ღირებულებებით, სიტყვის თავისუფლებით, თანასწორუფლებიანობით, სამართლიანობით და ჩვენ ვითხოვთ კითხვებზე პასუხს, რომელიც არის არა მხოლოდ პირადი ინტერესის დაკმაყოფილებისთვის, არამედ ის ეხება საზოგადოებისა და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს. ორშაბათს ეს წერილი კიდევ უფრო მეტი კონკრეტიკით გამოვა.

პარტნიორულ ურთიერთობებს სცილდება, როცა დეპუტატი სვამს კითხვას და ელჩის პასუხი არის ის, რომ მას ის არ წაუკითხავს, ან ფაქტებზე დაფუძნებულ კითხვებზე ამბობს, რომ ეს არის ტყუილი. ვფიქრობ, რომ კითხვებზე, რომელიც ეფუძნება კონკრეტულ ფაქტებს, საჭიროა პასუხის გაცემა. თუ ეს მისთვის უხერხულობა არ იქნება და ისევ თავს აარიდებს, პასუხი პრაქტიკულად ამითაც იქნება გაცემული, რომ არ ემიჯნება ომის რიტორიკას და ფაქტობრივად იქნება დასტური იმისა, რომ მაგალითად მოსამართლე იყო სანქცირებული სასამართლო გადაწყვეტილების გამო. ასევე იქნება დასტური მისი მხრიდან, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და მიხეილ სააკაშვილი – დემოკრატი. ეს წარსული საზოგადოებას არ ავიწყდება, მას არ აქვს ღრმა ამნეზია. ვფიქრობ ყველაფერი ეს იქნება მყარი ინდიკატორი იმისა, დასავლური ღირებულებები არის ის, რაც იყო, თუ სახეცვლილებით ხდება შეთავაზება საქართველოსთვის“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი მიესალმება უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაერო-ს შეთანხმებას უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის შავი ზღვის პორტების ბლოკადის მოხსნაზე – ბორელი
შემდეგი სტატია„ბიბისი“ – სტამბოლში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის პორტების განბლოკვის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ფონზე, მსოფლიო ბაზრებზე მარცვლეულის ფასი ეცემა