პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ეხმიანება ბათუმში, ე.წ ოცნების ქალაქში ორი მცირეწლოვანი ბავშვის დაღუპვა ეხმაურება და აღნიშნავს, რომ უკანასკნელ პერიოდში არაერთი ბავშვი იმსხვერპლა სამსახურებრივმა გულგრილობამ და უპასუხისმგებლობამ, რომლის პრევენცია და კონტროლიც, სახელმწიფო ორგანოებს ეკისრება.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ მომხდარზე დაუყოვნებლივ უნდა დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვისაც ევალებოდა უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა.
“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ეხმიანება 2025 წლის 15 თებერვალს, აჭარის რეგიონში 2 მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალებას. ვუსამძიმრებთ ოჯახებსა და მთელ საქართველოს.