პარტნიორებთან ურთიერთობა არათუ სიღრმეებს იძენს, არამედ ვკარგავთ იმასაც, რაც ტრადიციულად გვქონდა მოპოვებული – გეგელია

“ლელოს” წევრი გრიგოლ გეგელია, აშშ-ს მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის შეჩერების ფაქტს ეხმაურება – მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა მუდამ ღრმავდებოდა, თუმცა “ქართული ოცნების” პოლიტიკის გამო ვკარგავთ იმ ურთიერთობას, რაც პარტნიორთან “ტრადიციულად გვქონდა”.

“30-ზე მეტი წლის განმავლობაში, არასოდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს არ გადაუხედავს საკუთარი ურთიერთობებისთვის საქართველოსთან, პირიქით ეს ურთიერთობები უფრო ღრმავდებოდა. ყოველთვის, მეტ და მეტ ახალ ფორმად და ახალ ჟესტს იძენდა. ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ სამწუხაროდ არა თუ ახალ სიღრმეებს ვეღარ იძენს ეს ურთიერთობები არამედ, იმასაც ვკარგავთ რაც ჩვენ ტრადიციულად გვქონდა მოპოვებული, ამიტომ დასკვნა არის ნათელი, 26 ოქტომბერს უნდა გადავირჩიოთ ხელისუფლება, რომელიც ემსახურება არა ქართველ ხალხს, არამედ რუსეთს- განცხადა გრიგოლ გეგელიამ.

banner
წინა სტატიაშიამილახვარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე – რაც კანონშია გაწერილი, ის უნდა შეასრულონ, მორჩა!
შემდეგი სტატიამატვიენკო აცხადებს, რომ მოსკოვი თბილისთან დიალოგისთვის მზადაა