პარტნიორებისთვის გადამწყვეტი მომენტი იქნება არჩევნები – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ხელისუფლებას ერთიანობის გაქრობაში ადანაშაულებს – სალომე ზურაბიშვილი “რეაქციაში” ამჟამინდელი მთავრობის მიერ მიღებულ კანონებთან დაკავშირებით საუბრობს და პირდაპირ ამბობს, რომ “ოცნებამ” არადემოკრატიული ნაბიჯები გადადგა.

“ხელისუფლება ბევრ რამეს არ გააკეთებდა, რომ უნდოდეს არჩევნებისთვის მომზადება”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ერთადერთი ძალა, რომელსაც ქვეყნის შიგნით არეულობა და საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელის შეშლა სურს, რუსეთია.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნებამდე საერთაშორისო პარტნიორები ქართველ ხალხს კარს არ მოუხურავენ, თუმცა ზურაბიშვილის თქმით, ივანიშვილის გუნდი შესაძლოა, მარწუხებში მოექცეს.

არ გვაცალეს გახარება, ბედნიერება და ერთიანობა. რა ლოგიკაა? ხელისუფლებას რომ ჰქონდეს არჩევნების ლოგიკა, არც იმ კანონის დაბრუნება სჭირდებოდა, არც კვოტების გაუქმება, არც ცესკოზე კანონი. ხელისუფლება ბევრ რამეს არ გააკეთებდა, რომ უნდოდეს არჩევნებისთვის მომზადება და ამ სიხარულის გამოყენება. ამათ რომ უნდათ არჩევნებში გამარჯვება დარწმუნებული ვარ, მაგრამ ვის უნდა რომ დაიქსაქსოს საქართველოს საზოგადოება? – დიახ რუსეთს. რუსეთს უნდა ჩვენი დასუსტება, უკრაინასთან საქართველოს დაჯახება. მათ არ უნდათ, რომ საქართველო აჩქარებული ტემპით შევიდეს ევროკავშირში”, – ამბობს ზურაბიშვილი.

სალოემე ზურაბიშვილმა თქვა ისიც, რომ “პარტნიორებისთვის გადამწყვეტი მომენტი არჩევნები იქნება”.

ჩვენი პარტნიორებისთვის გადამწყვეტი მომენტი იქნება არჩევნები. როგორც ქვეყანას, საზოგადოებას არაფერს ჩაგვიკეტავენ არჩევნებამდე, ჩაუკეტავენ მხოლოდ ამათ. ამიტომ ჩვენ უნდა მივიდეთ 26 ოქტომბრამდე. ყველამ უნდა გაითავისოს პასუხისმგებლობა ბოლომდე, რადგან რუსეთის გეგმა არის ზუსტად ეს, ჯახი, არეულობა და შემდეგ მე, თქვენ დაგვაბრალებენ. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ქვეყანაში ამდენი რუსია შემოსული. მე არ ვამბობ, რომ ყველა რუსი, ვინც აქ არის, ქვეყნის მტერია, მაგრამ ეს პროცესი უნდა კონტროლდებოდეს “- დასძინა მან.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ცაზე რუსული ბალისტიკური რაკეტა გამოჩნდა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ხელს შევუწყობ ფეხბურთელების წინსვლას და თუკი რაიმე კავშირები, შესაძლებლობები გამაჩნია, ყველაფერს გამოვიყენებ, რათა ქართული ფეხბურთი იყოს წარმატებული